ფირმა ”პაკო” ჩამოყალიბდა 1999 წელს საქართველოში, ადიგენის რაიონში. ჩვენი რაიონი მდიდარია წიწვოვანი ხის ჯიშებით, რამაც მოგვცა სტიმული ტყის რესურსების საუკეთესოდ გამოყენებისათვის - გვეშენებინა ხის სახლები.
ამ იდეის განსახორციელებლად 2001-2002 წლებში ჩვენი სპეციალისტები მივლინებულ იქნენ ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებში ტრენინგებზე გამოცდილების მისაღებად.
პარალელურად მიმდინარეობდა ხის პირველადი და მეორადი საამქროების მშენებლობა ადიგენში, ფირმის კუთვნილ 4 ჰექტარ ტერიტორიაზე.
ქარხნის სიმძლავრეები შეადგენს 25000 კბ/მ რესურსების პირველად გადამუშავებას და 15000 კბ/მ მეორადი ნედლეულის გადამუშავებას.
ხის სახლების მშენებლობის იდეის განხორციელება აქტიურად დაიწყო 2003-2004 წლიდან. დამზადებულ იქნა ხის სახლებისათვის საჭირო დეტალები. აგრეთვე მოიძებნა ხის ბიოლოგიური დამუშავებისათვის საჭირო საუკეთესო ხსნარები ევროპაში - გერმანიასა და ფინეთში. დაიწყო პირველი ექსპორტი თურქეთსა და ესპანეთში.
ერთი წლის განმავლობაში ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა საექსპერიმენტო მშენებლობები. 2005 წელს შატილში აშენებულ იქნა ხის 2 სართულიანი დაწყებითი სკოლა 250 კვ/მ-ზე. 2006-2011 წლებში მშენებლობები განხორციელდა თიანეთში, დუშეთში, ერედვში, ახალგორში, ახალციხესა და ადიგენში, თბილისის ზღვაზე, ბაზალეთის ტბაზე, დედოფლის წყაროსა და ლაგოდეხში, ქუთაისში, ხაშურში, ქობულეთში, ბათუმში, ბაკურიანში, სვანეთსა და თბილისში.
2008 წელს ქ. თბილისში დიდი დიღმის IV მკ/რაიონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სახლების გამოფენა, სადაც განთავსებულია საექსპონანტო ხის სახლები, რეალურად აღქმისთვის.